უკრაინის ნაციონალური გვარდიის მებრძოლები “აზოვსტალიდან” მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციას ითხოვენ


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ძალების მიერ მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაში ბლოკირებული უკრაინის ნაციონალური გვარდიის მებრძოლები ხელისუფლებასა და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ და მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ მათ გავრცელებულ ვიდოემიმართვაში განაცხადეს.
“აზოვსტალში” მყოფი სამხედროები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარულმა სიტუაციამ მეტალურგიულ კომბინატში კატასტროფული ხასიათი შეიძინა.
“მოვუწოდებთ ქვეყნის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი სამოქალაქო პირების, დაჭრილი სამხედროებისა და ცხედრების ევაკუაციისთვის. სამხედროების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მოვუწოდებ, განხორციელდეს მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაცია, რადგან ისინი ამას იმსახურებენ“, – აცხადებენ სამხედროები ვიდეომიმართავში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს