
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან.
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. მე პირადად, როგორც უკრაინის ომბუდსმენი, საჭიროდ მიმაჩნია, დავრწმუნდე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმიყვანოს უკრაინის მოქალაქესთან, რომელიც ამჟამად თბილისში, სამედიცინო ცენტრ “ვივამედში“ იმყოფება. კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილია, განგაშს და შეშფოთებას იწვევს.
ამიტომ ქართულმა მხარემ მას უნდა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების სათანადო პირობები. ან ხელი შეუწყოს გადაყვანას ევროპულ ან ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებებში. ბოლოს და ბოლოს, უკრაინა, როგორც დემოკრატიული და თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას!” – წერს ომბუდსმენი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს