უკრაინის ორ ქალაქში ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვის უკრაინაში “სიჩუმის რეჟიმი” გამოაცხადა.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უკრაინელებთან შეთანხმებით, ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ალყაშემორტყმულ ქალაქებში – მარიუპოლსა და ვოლნოვახაში.
ინფორმაციას უკრაინული მხარე ადასტურებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მხოლოდ დადასტურებულ ინფორმაციებს დაეყრდნონ.
დაზარალებული ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება.
თაგები:
უკრაინა




