უკრაინის პირველი ლედი – მე ვითხოვ იარაღს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ამერიკის კონგრესს სიტყვით მიმართა.
“ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება და მოგმართავთ ყველა დაღუპულის სახელით, იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც დაკარგეს ხელები და ფეხები, იმ ადამიანების სახელით, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია და ელოდება ოჯახის წევრების ფრონტიდან დაბრუნებას.
მე ახლა ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასოდეს მენდომებოდა. მე ვითხოვ იარაღს. იარაღს, რომელიც არ იქნება გამოყენებული სხვის მიწაზე ომისთვის, არამედ საკუთარი სახლისა და იმ უფლების დასაცავად, რომ ამავე სახლში ცოცხალმა გაიღვიძო.
მე გთხოვთ საჰაერო დაცვის სისტემებს, რათა რაკეტებმა არ დახოცონ ბავშვები ეტლებში. მაშინ, როცა რუსეთი კლავს, ამერიკა გვიცავს და ამისთვის მადლობას გიხდით”, – მიმართა ოლენა ზელენსკამ კონგრესმენებს.
კონგრესში სიტყვით გამოსვლამდე ოლენა ზელენსკა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, პირველ ლედისა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს