უკრაინის პრეზიდენტი ბუჩაში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ქალაქ ბუჩაში ჩავიდა.
BBC-ის ინფორმაციით, ზელენსკი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო.
ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ შესაძლებელია თუ არა რუსეთთან მოლაპარაკება პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „დიახ, იმიტომ რომ უკრაინაში უნდა იყოს მშვიდობა. ჩვენ 21-ე საუკუნის ევროპა ვართ. გავაგრძელებთ ძალისხმევას როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო გზით“.
ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას დადგმული უწოდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს