უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს ლონდონში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან მოლაპარაკებებს გამართავს.
“დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას დედამიწაზე და ცაში. დღეს ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიშის. გავმართავთ მოლაპარაკებებს პირისპირ და დელეგაციებთან ერთად”, – წერს ზელენსკი.
13 მაისს ზელენსკი რომს ეწვია, სადაც შეხვდა იტალიის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, ასევე გამართა აუდიენცია რომის პაპთან.
ამის შემდეგ იგი გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ისაუბრა პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და კანცლერ ოლაფ შოლცთან.
წუხელ კი საფრანგეთში ჩავიდა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.





