უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში მოგზაურობის ფარგლებში თურქეთში ჩავიდა, სადაც რეჯეპ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებას ეგგმავს.
“ჩვენ ვასრულებთ დატვირთულ დღეს თურქეთში. მოლაპარაკებები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. პოზიციების კოორდინაცია სამშვიდობო ფორმულასთან დაკავშირებით, ნატოს სამიტი, უსაფრთხოების გარანტიები და მარცვლეულის ინიციატივა. უკრაინის აღდგენა, თავდაცვის კონტრაქტები ჩვენს საწარმოებს შორის”, – წერს ზელენსკი.
ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებში შეხვედრებს მართავს.
ის იმყოფებოდა ბულგარეთში, სადაც მოლაპარაკებები გამართა პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვთან და პრეზიდენტ რუმენ რადევთან.
ბულგარეთიდან ზელენსკი ჩეხეთში ჩავიდა, სადაც ჩეხ კოლეგას პეტრ პაველს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა სლოვაკეთშიც, სადაც მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან და უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ შეთანხმდა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს