Logo

Logo

უკრაინის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში აშშ-ს ეწვევა

უკრაინა
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს დღეებში შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში სამშაბათს, 28 ივლისს შეხვდება.

გარდა ამისა, ზელენსკი ვაშინგტონში სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

უკრაინის პრეზიდენტს და რესპუბლიკელ სენატორს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. გრემი ბოლოს უკრაინას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვია.

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი 11 ივლისის საღამოს გარდაიცვალა.

ის აშშ-ის კონგრესში უკრაინის ერთგული მხარდამჭერი და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების ორპარტიული კანონპროექტის თანაავტორი იყო.

მისი გარდაცვალების შემდეგ ამერიკელმა კანონმდებლებმა წარადგინეს დოკუმენტის განახლებული ვერსია, რომელიც მოითხოვს სავალდებულო სანქციებსა და ტარიფებს რუსული ენერგორესურსების უმსხვილესი მყიდველების და იმ პირების მიმართ, რომლებიც მოსკოვს შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

მედიის ცნობით, კანონპროექტზე კენჭისყრა შესაძლოა, მომავალ კვირას გაიმართოს. არ იყო გამორიცხული, რომ ეს 28 ივლისს - სენატორის დაკრძალვის დღეს მოხდეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები