Logo

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზალუჟნის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

უკრაინა
1201
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

 

“დანამდვილებით გეტყვით, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა.

 

ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ ინფორმაცია უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ გაავრცელა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები