უკრაინის პრეზიდენტის აპარატი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას შურისძიებად აფასებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მის მიმართ შურისძიებად მიიჩნევს.
ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ინციდენტის შესახებ ოფიციალური ახსნა-განმარტების შესახებ საელჩოს ხელმძღვანელია მიწვეული.
“უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავების შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად. განსაკუთრებით მკაცრი დამოკიდებულება, რომლითაც ეს ამბები წარმოდგენილია ქართული მხრიდან და რომელიც მოწმობს სააკაშვილის მიმართ შურისძიების გარკვეულ მოტივზე“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, უკრაინელი დიპლომატები სააკაშვილის დაკავების დეტალების გარკვევას განაგრძობენ.
როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, საქართველოში უკრაინის საელჩოს ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური განმარტება არ მიუღია.
“ჩვენი კონსულები გაუწევენ აუცილებელ დახმარებას მიხეილ სააკაშვილს. ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები აკვირდებიან სიტუაციას”, – აღნიშნა მან.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს