ზელენსკიმ აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პროექტი მიიღო და მას ტრამპთან განიხილავს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად მიიღო აშშ-სგან გეგმის პროექტი, რომელმაც, ამერიკული მხარის აზრით, შეიძლება დიპლომატია გაააქტიუროს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან განიხილავს არსებულ დიპლომატიურ შესაძლებლობებს.
"უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალურად მიიღო ამერიკული მხარისგან გეგმის პროექტი, რომელსაც, ამერიკული მხარის აზრით, დიპლომატიის გააქტიურება შეუძლია. უკრაინის პრეზიდენტმა განსაზღვრა ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპები და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ გეგმის პუნქტებზე, რათა უზრუნველვყოთ ომის ღირსეული დასრულება.
რუსეთის შეჭრის პირველივე წამებიდან უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მნიშვნელოვან წინადადებას, რომელსაც შეუძლია ნამდვილი მშვიდობის მოახლოება. მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებებს სისხლის ღვრის დასრულების შესახებ. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული მუშაობა ამერიკულ მხარესთან და ჩვენს პარტნიორებთან ევროპასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მედიის ცნობით, დოკუმენტი 28 პუნქტისგან შედგება და ფაქტობრივად უკრაინის კაპიტულაციას ითვალისწინებს. კერძოდ, ის მოითხოვს, რომ კიევმა დათმოს დონბასი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნახევარი და სხვა.
20 ნოემბერს Bloomberg-მა აშშ-ის სამშვიდობო გეგმის კიდევ ორი ძირითადი მოთხოვნა გაავრცელა. ესენია საერთაშორისო სანქციების მოხსნა და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირების პროცესების შეჩერება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


