უკრაინის პრეზიდენტის ოფისი – რუსეთის ფედერაციისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარს უკვე 36 ქვეყანა უჭერს

ავტორი
Front News საქართველო
ჯგუფში, რომელიც რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობს, უკვე 36 ქვეყანა შედის. მისი მონაწილეები არა მხოლოდ უკრაინის ჩვეული მოკავშირეები არიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა.
“ტრიბუნალის შექმნის ე.წ. მმართველი ჯგუფი ამჟამად 36 ქვეყანას მოიცავს და ეს რიცხვი ფაქტობრივად ყოველდღიურად იზრდება. არიან არა მხოლოდ ევროპული, ევროატლანტიკური სივრცის წარმომადგენლები, ჩვენი ტრადიციული პარტნიორები და მეგობრები, რომლებიც გვეხმარებიან. .. ამ ჯგუფში უკვე შედის, მაგალითად, ლათინური ამერიკის ორი ქვეყანა გვატემალა და კოსტა-რიკა“, – განაცხადა ჟოვკვამ.
მისი თქმით, ახლა უკრაინა ეყრდნობა ჯგუფის ყველა წევრის ერთიანობას ასეთი ტრიბუნალის მუშაობის ფორმატის საკითხში. პარალელურად გრძელდება დისკუსიები, რაც “რთული პროცესია“.
ჟოვკვას თქმით, შესაბამისი რეზოლუციის განხილვა გაეროს გენერალურ ასამბლეაშიც არის მოსალოდნელი.
“იმისთვის, რომ ტრიბუნალმა გამოიტანოს პირველი წინადადებები ან ჩამოაყალიბოს გარკვეული სიები, ის უნდა ჩამოყალიბდეს. და მოდელი, რომელსაც უკრაინა თავისთვის ირჩევს, ამის სტიმულად მიიჩნევს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის კენჭისყრას. პარალელურად, როგორც ამ ჯგუფში, ისე მთელ მსოფლიოში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ ამ რეზოლუციის ტექსტზე“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.
მისივე თქმით, დადგენილების შედგენის საკითხში ხარისხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიჩქარე. ამიტომ კოლეგებთან მუშაობა ნორმალური ტემპით მიმდინარეობს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


