უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2024 წელს დაიწყება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2024 წლის პირველ ნახევარში უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროოს შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა.
“სწორედ ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის პერიოდში (2024 წლის პირველი ნახევარი) დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – წერს ის.
ჟოვკვას თქმით, ბელგიის თავმჯდომარეობა სიმბოლიზმით არ შემოიფარგლება და მოკავშირე მხარს დაუჭერს უკრაინას ევროკავშირის “ინსტიტუციური გულიდან“.
უკრაინამ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრიანებლად გასულ წელს უნდა მიიღოს. ახლა ქვეყანამ მთელი რიგი პირობები უნდა შეასრულოს, რათა ბლოკის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.
ამავდროულად, Politico-ს ცნობით, ევროკავშირი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დეკემბრისთვის გამოაცხადებს უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს