უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორი თანამდებობებიდან გაათავისუფლა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა.
ზელენსკის გადაწყვეტილებით გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად ალექსეი სიმონენკო დაინიშნა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვენედიქტოვასა და ბაკანოვის გათავისუფლების მიზეზად უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები დაასახელა.
მისი თქმით, ამჟამად დარეგისტრირებულია 651 სისხლის სამართლის საქმე პროკურატურის, წინასწარი გამოძიების ორგანოების და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების სახელმწიფო ღალატისა და თანამშრომლობითი საქმიანობის შესახებ.
მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის 60-ზე მეტი თანამშრომელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და უკრაინის წინააღმდეგ მუშაობს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს