უკრაინის რადამ გენპროკურორის თანამდებობაზე ანდრეი კოსტინის არჩევას მხარი დაუჭირა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის, “ხალხის მსახურის“ წევრის ანდრეი კოსტინის არჩევას დაუჭირა მხარი.
შესაბამისი გადაწყვეტილების მომხრე 299 კანონმდებელი იყო.
რადაში კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ შესაბამის ბრძანებას ზელენსკი მოაწერს ხელს, რის შემდეგაც კოსტინი გენპროკურორის მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
იურისტი ანდრეი კოსტინი პარლამენტში 2019 წელს „ხალხის მსახურის“ საარჩევნო სიით მოხვდა. მისი კანდიდატურა გენპროკურორის თანამდებობაზე ზელენსკიმ შეარჩია.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს