უკრაინის რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის, მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა.
ვებგვერდების შავ ფონებზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები და ასევე ღორის გამოსახულების სურათი.
მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზეა გამოქვეყნებული.
“კომპიუტერის ყველა მონაცემი განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია. თქვენს შესახებ ყველა ინფორმაცია საჯარო გახდა, გეშინოდეთ და უარესის მოლოდინი გქონდეთ. ეს თქვენ თქვენი წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის. ვოლინისთვის, უკრაინის ამბოხებულთა არმიისთვის, გალიციისთვის, პოლესიესთვის, ისტორიული მიწებისთვის“, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს