უკრაინის საელჩო – საკმარისი რაოდენობის იარაღით გავიმარჯვებთ, რადგან ვიცით რისთვის ვიბრძვით, დაუდექით უკრაინას გვერდით!


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში უკრაინის საელჩო ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“2022 წლის ამ დღეს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო.
ომი გრძელდება. სახლები ინგრევა, ოჯახები ინგრევა. ჩვენ ვკარგავთ საყვარელ ადამიანებს და ვცხოვრობთ მუდმივ საფრთხეში. უკრაინელები აგრძელებენ მსოფლიოს გაოცებას ვაჟკაცობით და სიმტკიცით. ჩვენ ვიბრძვით მანამ, სანამ ბოროტებას არ ვაჯობებთ.
საკმარისი რაოდენობის იარაღით უკრაინა გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე, რადგან ვიცით რისთვის ვიბრძვით.
რადგან რუსეთი გაჩერებას არ აპირებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შესაძლებელი და შეუძლებელი, რომ ეს სამყარო უკეთესი გავხადოთ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.
მოგიწოდებთ აქტიურად დაუჭიროთ მხარი უკრაინას იარაღით, შემოწირულებებით, ადვოკატირებით. ყოველი ძალისხმევა მნიშვნელოვანია და გვაახლოებს უსაფრთხო მომავალთან. დაუდექით უკრაინას გვერდით!”, – აღნიშნულია განცხადებაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid0ChcgM3hsZJwR3VjifptGLFJv54vNPESA8EWducJLcBcNsgrwf7BdpRP12gNnabghl%26id%3D100068681860471&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”737″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს