
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საელჩო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს.
“ვულოცავთ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს. ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნების ცხოვრებაში. უკრაინის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. პატივი და დიდება გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირიდან მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.
თაგები:
უკრაინა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს