
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესების გამო, – ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმადაა შეშფოთებული უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების მნიშვნელოვნად გაუარესების გამო. უკრაინის მოქალაქის კრიტიკული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, უზრუნველყოს სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, რათა ის გადაყვანილი იყოს ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში შემდგომი მკურნალობისთვის.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლის, დმიტრო ლუბინეცის დაშვება მიხეილ სააკაშვილთან. უკრაინა მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უკრაინის მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მათ შორის მიხეილ სააკშვილის, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს