Logo

უკრაინის საგარეო უწყება - ირანის მუქარა აბსურდულია, რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულისთვის

უკრაინა
121
Frontnews image description

ირანის რეჟიმი წლების განმავლობაში უკრაინელების მკვლელობას უჭერდა მხარს, რუსეთს დრონებით და ტექნოლოგიებით ეხმარებოდა. ამიტომ, აბსურდულია უკრაინის მიმართ მუქარა თავდაცვის უფლებაზე მითითებით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გეორგი ტიხიმ განაცხადა.

"ირანის რეჟიმი წლების განმავლობაში უკრაინელების მკვლელობას უჭერდა მხარს, პირდაპირ ამარაგებდა აგრესორ სახელმწიფოს დრონებით და ტექნოლოგიებით უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის. ამ კონტექსტში, აბსურდულია, როდესაც ამ რეჟიმის წარმომადგენლები ემუქრებიან უკრაინას და გაეროს წესდების 51-ე მუხლით გათვალისწინებული თავდაცვის უფლებაზეც კი მიუთითებენ", - განაცხადა ტიხიმ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაგალითად მოიყვანა, რომ ეს იგივეა, რომ სერიულმა მკვლელმა თავისი დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსზე მითითებით გაამართლოს.

"ირანის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს ირანელი ხალხის და სხვა ქვეყნებისა და ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის“, - აღნიშნა ტიხიმ.

14 მარტს, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უკრაინა, ირანისთვის "ლეგიტიმური სამიზნეა" ისრაელისთვის დრონებით დახმარების გამო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები