Logo

უკრაინის საგარეო უწყება - რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა აგრესორ სახელმწიფოსთან ფლირტის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე

უკრაინა
343
Frontnews image description

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ამ კრიმინალური შემოჭრის ნამდვილი მიზეზები, ასევე აგრესორ სახელმწიფოსთან ფლირტის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას.

"სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური თავს უფლებას აძლევს, ღიად გამოიყენოს შეურაცხმყოფელი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ყოველდღიურად გმირულად ებრძვიან რუსულ აგრესიას და მთელი ევროპის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აკავებენ მას საკუთარ მიწაზე.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ უკრაინის ყოვლისმომცველ მხარდაჭერას საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომლებიც მუდმივად იცავენ სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს, საერთაშორისო სამართლის უზენაესობას და გლობალური წესრიგის შენარჩუნებას. ამ ფონზე, რობერტ ფიცოს განცხადებები ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის, სოლიდარობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებას, რომელსაც სლოვაკი ხალხი უკრაინის მიმართ ამ ხნის განმავლობაში ავლენდა. შესაბამისად, თავისი განცხადებებით ბატონი ფიცო საკუთარ ხალხსაც შეურაცხყოფს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ "როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება“.

Advertisement