უკრაინის საჰაერო ძალები – რუსეთი მოლდოვის საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმისთვის იყენებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთი მოლდოვის საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმისთვის იყენებს, – ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.
“ისინი უტევენ უკრაინას როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან, იყენებენ მოლდოვის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიას, მის საჰაერო სივრცეს ტერორისტული თავდასხმებისთვის”, – განაცხადა იგნატმა.
მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც საჭიროებს დასაბუთებას და დასავლური საზოგადოებისთვის ჩვენებას.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენას რუმინეთის საზღვრიდან 5-10 კილომეტრში. ანუ ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი ნატოს ქვეყნების პროვოცირებას ახდენს“, – განაცხადა იგნატმა.
თაგები:
მოლდოვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს