უკრაინის საჰაერო ძალები – რუსი ტერორისტების 75 დრონიდან 74 განადგურდა


ავტორი
Front News საქართველო
25 ნოემბრის ღამეს, როდესაც რუსმა ტერორისტებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური თავდასხმა განახორციელეს, საჰაერო თავდაცვამ 75 დრონიდან 74 გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
“განახლებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 74 “Shahed-131/136“, ანუ პლუს სამი! 74-დან 75“, – წერს პრესსამსახური.
დილით საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ მთლიანობაში ჩამოაგდო 71 უპილოტო საფრენი აპარატი 75-დან. მისი თქმით, მტერმა უკრაინის მასშტაბით რეკორდული რაოდენობის თავდასხმის დრონი გამოიყენა.
25 ნოემბრის ღამეს რუსმა ტერორისტებმა უკრაინის მასშტაბით უპილოტო თვითმფრინავების რეკორდული რაოდენობა გაუშვეს. თავდასხმის მთავარი მიმართულება კიევი იყო.
თაგები:
კიევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს