
ავტორი
Front News საქართველო
5 მარტს, უკრაინის საზღვაო ძალებმა შავი ზღვის თავზე რუსული ვერტმფრენი Ka-27 გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის საზღვაო ძალები ავრცელებს.
Ka-27 შექმნილია წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად, თვალყურის დევნების და განადგურებისთვის, რომლებიც მოძრაობენ 500 მეტრამდე სიღრმეზე და 75 კმ/სთ სიჩქარით, საძიებო ზონებში, საწყისი ხომალდიდან 200 კმ-მდე დაშორებით.
ვერტმფრენს შეუძლია ტაქტიკური მისიების შესრულება როგორც დამოუკიდებლად, ასევე, ჯგუფის შემადგენლობაში. მას შეუძლია მოქმედება როგორც სანაპირო აეროდრომიდან, ასევე გემიდან.
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ რუსების 435 თვითმფრინავი და 348 ვერტმფრენი გაანადგურა.
თაგები:
უკრაინის საზღვაო ძალები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს