უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსებმა ერთ დღეში 1000 ჯარისკაცი და 180 ერთეულზე მეტი ტექნიკა დაკარგეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 064 240 (+1000) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 11.08.25-მდე: ტანკები – 11 093 (+4), ჯავშანტექნიკა – 23 114 (+7), საარტილერიო სისტემები – 31 380 (+37), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1462 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1204 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 50 646 (+191), ფრთოსანი რაკეტები – 3556 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 58 113 (+131), სპეციალური ტექნიკა – 3936 (+0).
თაგები:
უკრაინის გენშტაბი




