
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 046 270 (+1050) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 24.07.25-მდე: ტანკები – 11 046 (+5), ჯავშანტექნიკა – 23 047 (+10), საარტილერიო სისტემები – 30 746 (+24), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1446 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1199 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 47 638 (+86), ფრთოსანი რაკეტები – 3515 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 56 137 (+96), სპეციალური ტექნიკა – 3935 (+0).
გენერალური შტაბის ცნობით, 23 ივლისს ფრონტზე 124 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსი დამპყრობლები ყველაზე მეტად პოკროვსკის მიმართულებით უტევდნენ.
ISW-ის ცნობით, ოკუპანტები ცოტა ხნის წინ დაწინაურდნენ სუმის ჩრდილოეთით და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით, ასევე ბოროვას რაიონში.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს