უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა – სამხედროებმა უკვე 8 დასახლება გაათავისუფლეს


ავტორი
Front News საქართველო
ორ კვირაში უკრაინელმა დამცველებმა ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით რვა დასახლება გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, გასულ კვირას უკრაინელი სამხედროები შეტევაშიც იყვნენ და თავდაცვით პოზიციებზეც. აღმოსავლეთით მტერმა დიდი ძალისხმევა სცადა უკრაინის ჯარების წინსვლის შესაჩერებლად ბახმუტის მიმართულებით, მან იქ დამატებითი დანაყოფები გადაიყვანა და დაბომბვის რაოდენობაც გაზარდა.
მალიარის თქმით, გასულ კვირას ამ მიმართულებით ბრძოლების საერთო ინტენსივობა შემცირდა, თუმცა ბრძოლები გაგრძელდა – მოხდა 41 შეტაკება და უკრაინელი სამხედროები რამდენიმე რაიონში ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში შევიდნენ.
“მტერმა გასულ კვირას განაგრძო წინსვლა ლიმანი-კუპიანსკის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით. ჩვენი მებრძოლების პროფესიონალიზმისა და გამბედაობის წყალობით ამ მიმართულებით ჩვენ არც ერთი მეტრი მიწა არ დაგვიკარგავს”, – განაცხადა მალიარმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორი კვირის განმავლობაში ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა 8 დასახლება გაათავისუფლეს – ნოვოდაროვკა, ლევადნე, სტოროჟევა, მაკარივკა, ბლაგოდატნოე, ლობკოვო, ნესკუჩნე, პიატიხატკი.
მისივე თქმით, გასული კვირის განმავლობაში მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. კერძოდ, გასულ კვირას მოწინააღმდეგის დანაკარგებმა ყველა მიმართულებით შეადგინა 4600-ზე მეტი მოკლული და დაჭრილი, გარდა ამისა, უკრაინის დამცველებმა ტყვედ აიყვანეს 80-ზე მეტი ოკუპანტი.
ასევე, როგორც მალიარმა აღნიშნა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 400-ზე მეტი ერთეული მტრის აღჭურვილობა და იარაღი, მათ შორის ვერტმფრენები, ტანკები, ჰაუბიცები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა და მრავალი სხვა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს