Logo

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 18 წუთში ოთხი რუსული Ka-52 ჩამოაგდეს

უკრაინა
429
Frontnews image description

დღეს დილით უკრაინელ სამხედროებს მხოლოდ 18 წუთი დასჭირდათ ოთხი რუსული კა-52 ვერტმფრენის (ალიგატორი) ჩამოსაგდებად, – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. 

 

ამასთან, სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ ჩამოგდებული სამიზნე ოთხზე მეტი იყოს.

 

“8.40-დან 8.58 საათამდე უკრაინის სამხრეთში, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს მტრის სულ მცირე ოთხი ვერტმფრენი, სავარაუდოდ, Ka-52.

 

წინასწარი მონაცემებით, ერთი ჩამოვარდა რაშისტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე, დანარჩენი – ფრონტის ხაზზე. საბრძოლო სამუშაოები ჩატარდა კიდევ ორ ვერტმფრენზე. ასე რომ, სავარაუდოა, რომ ჩამოგდებული ვერტმფრენების რაოდენობა გაიზრდება!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კა-52-ის ღირებულება 16 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

 

<script async src=”https://telegram.org/js/telegram-widget.js?21″ data-telegram-post=”kpszsu/2044″ data-width=”100%”></script>

Advertisement