Logo

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაზე რუსული A-50 ჩამოაგდეს, მეორე თვითმფრინავი კი დააზიანეს

უკრაინა
1204
Frontnews image description

უკრაინელმა სამხედროებმა 14 იანვრის საღამოს აზოვის ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი A-50 ჩამოაგდეს და Ил-22М11 დააზიანეს.

 

უკრაინული მედიის ცნობით, თავდაცვის ძალებში წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ A-50 კირილოვკას რაიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დაწყებისთანავე ჩამოაგდეს.

 

თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა და შეწყვიტა რეაგირება ტაქტიკური ავიაციის ჯგუფის მოთხოვნებზე, შემდეგ კი რუსეთის საჰაერო ძალების სუ-30 ტიპის თვითმფრინავის პილოტმა აღმოაჩინა დაუდგენელი თვითმფრინავის აალება და ჩამოვარდნა.

 

Ил-22М11 მორიგეობდა სტრელკოვის რაიონში, დაზიანების შემდეგ მან დაგეგმა ანაპაში დაშვება და ევაკუაცია მოითხოვა. 

 

Advertisement