უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით დღეს სამი რუსული სუ-34 ჩამოაგდეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელმა დამცველებმა დღეს, 22 დეკემბერს, სამი რუსული სუ-34 გაანადგურეს, ეს მოხდა სამხრეთის მიმართულებით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი წერს.
“დღეს შუადღისას სამხრეთის მიმართულებით – მინუს სამი რუსული სუ-34 გამანადგურებელი“, – წერს ის.
ოლეშჩუკის თქმით, ამ ღამით ჩამოგდებულ “შაჰიდზე” ოკუპანტებმა დაწერეს “მოკვდით ძ**ებო”, დამცველების პასუხმაც არ დააყოვნა.
21 დეკემბერს აფეთქებები ისმოდა კიევში, ოდესასა და ხმელნიცკის ოლქებში. ოკუპანტების 28 “შაჰიდიდან” უკრაინელმა სამხედროებმა 24 ჩამოაგდეს.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს