Logo

უკრაინის თავდაცვის ძალები სუმის ოლქში კონდრატოვკას გათავისუფლებას ადასტურებს

უკრაინა
503
Frontnews image description

უკრაინის თავდაცვის ძალები სუმის ოლქში სასაზღვრო სოფელ კონდრატოვკას გათავისუფლებას ადასტურებს.

ვიცე-პოლკოვნიკმა იაროსლავ ჩეპურნიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე დღეა, ინტერნეტში ვრცელდებოდა.

მისივე თქმით, ამჟამად იქ სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს.

26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოახერხეს სუმის რეგიონში რუსული ჯარების გეგმის ჩაშლა და ამ მიმართულებით მტრის უკან დახევა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები