უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამარის ოლქში ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას და დრონების ბაზას დაარტყეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა განახორციელეს დარტყმების სერია რუსეთის სტრატეგიული სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა საოკუპაციო ძალების შეტევითი პოტენციალი, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის სამარის ოლქში მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობის გადამმუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი რუსული ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომლის წლიური გადამუშავების მოცულობა დაახლოებით 9 მილიონი ტონაა.
გარდა ამისა, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაანადგურეს "რუბიკონის" კუთვნილი დრონების საწყობი და საწვავისა და საპოხი მასალების სატუმბი სადგური.
გენერალურმა შტაბმა ასევე დააზუსტა რიაზანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე წინა დარტყმის შედეგები. დაზიანდა ELOU-AVT-4 და ELOU-AVT-6 ნავთობგადასამუშავებელი ობიექტები, ნავთობპროდუქტების შესანახი ავზები და მილსადენის ესტაკადა.
"თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ზომების მიღებას რუსი დამპყრობლების შეტევითი პოტენციალის შესასუსტებლად და აიძულოს რუსეთის ფედერაცია, შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნავენ გენერალურ შტაბში.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


