უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდიივკას მახლობლად ერთ თვეში მერვე რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 14 ნოემბერს ავდიივკას მიმართულებით კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს, – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ალექსანდრე შტუპუნმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს უკვე მე-8 განადგურებული რუსული თვითმფრინავია ავდიივკას მიმართულებით 2023 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ.
ამ დროს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო აქტიური სამხედრო მოქმედებები და შეტევა ამ მიმართულებით.
თაგები:
ავდიივკა




