“უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმები განახორციელა იმ ადგილებზე, სადაც კონცენტრირებული იყო მტრის იარაღი, სამხედრო ტექნიკა და პერსონალი”


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მორიგი დარტყმების შედეგად მტრის 10 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაში აღნიშნული, დღის განმავლობაში მტერმა ერთი სარაკეტო და 39 საჰაერო დარტყმა განახორციელა, 24 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ ტერიტორიებზე.
მისივე ცნობით, რუსი ოკუპანტების ტერაქტების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაში არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები. განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია.
“ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ დღის განმავლობაში ცხრა დარტყმა განახორციელა იმ ადგილებში, სადაც იყო კონცენტრირებული პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა, ხოლო ხუთი მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებზე.
3 სექტემბრის დღის განმავლობაში, უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო ჯარებმა დაარტყეს 10 საარტილერიო სისტემას საცეცხლე პოზიციებზე და 1 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
უკრაინა