უკრაინის თავდაცვის სამინისტრო – 13-დან 19 ნოემბრის ჩათვლით რუსეთმა 7 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა


ავტორი
Front News საქართველო
13-დან 19 ნოემბრის ჩათვლით კვირაში უკრაინელმა სამხედროებმა 7020 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე მოახერხეს თვითმფრინავის, 123 უპილოტო საფრენი აპარატის, 185 საარტილერიო სისტემის და 86 ტანკის განადგურება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა.
მისი თქმით, მოწინააღმდეგის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 13-19 ნოემბერს დაახლოებით იყო:
ლიკვიდირებულია 7020 სამხედრო, ტანკები – 86, ჯავშანტექნიკა – 94, საარტილერიო სისტემები – 185, MLRS – 17, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 8, თვითმფრინავი – 1, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი – 123, ფრთოსანი რაკეტა – 3, საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები – 176, სპეციალური ტექნიკა – 18.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს