Logo

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო – ერთ კვირაში განადგურებულია 4000-მდე ოკუპანტი და მტრის ასობით სამხედრო ტექნიკა

უკრაინა
30.07.2023 / 17:27
Frontnews image description

24 ივლისიდან 30 ივლისამდე უკრაინის თავდაცვის ძალებმა 3740 ოკუპანტი გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე პავლიუკმა Telegram-ზე განაცხადა. ასევე გაანადგურეს დამპყრობლების 494 ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა.

 

საუბარია 54 ტანკზე, 73 ჯავშანტექნიკაზე, 137 საარტილერიო სისტემაზე, 1 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემაზე, 8 საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, 103 ავტო ტექნიკასა და 15 სპეცტექნიკაზე.

 

“გარდა ამისა, ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს 1 ვერტმფრენი, მტრის 49 რაკეტა და 53 უპილოტო საფრენი აპარატი“, – განაცხადა პავლიუკმა.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, მტრის ჯამურმა საბრძოლო დანაკარგებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 30 ივლისამდე დაახლოებით 245 700 ლიკვიდირებული ოკუპანტი შეადგინა, მათ შორის 480 ადამიანი გასული დღის განმავლობაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები