უკრაინის თავდაცვის სამინისტრო – სამხედრო ინიციატივა ფრონტის მთელ ხაზზე ახლა უკრაინის მხარესაა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთელ ფრონტზე სამხედრო ინიციატივა ახლა უკრაინის მხარესაა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ გავრილოვმა განაცხადა.
“რუსები ცდილობდნენ რაიმე გაეკეთებინათ კუპიანსკის რაიონში – ეს იყო სასოწარკვეთილი მცდელობა, როგორმე გამოეყვანათ ჩვენი ძალები სხვა მიმართულებებიდან, მაგრამ ზოგადად, მთელი ინიციატივა ახლა ჩვენს მხარეზეა“, – განაცხადა გავრილოვმა.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში.
“მათ ესმით ყველა გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია ცვლილებებთან და სხვა საკითხებთან, არის მუდმივი ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან, კონსულტაციები ამ თემაზე. მნიშვნელოვანია, რომ წინ წავიწიოთ ყოველდღე. სადღაც 100 მეტრით, სადღაც კილომეტრით”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
გავრილოვის თქმით, ახლა ყველას ესმის, რომ უკრაინას ჯერ არ გამოუყენებია თავისი სრული რესურსი.
“ამიტომ არავის ეპარება ეჭვი, რომ დახმარება გაგრძელდება და ადრე თუ გვიან წარმატებას მივაღწევთ“, – აღნიშნა მან.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს