Logo

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო – შეიარაღებულმა ძალებმა ერთ კვირაში 16 კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს

უკრაინა
24.07.2023 / 10:35
Frontnews image description

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ერთ კვირაში დაახლოებით 12 კვ. კმ სამხრეთით და დაახლოებით 4 კვ. კმ – ბახმუტის მიმართულებით გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, სამხრეთ ფრონტზე, შეტევის დროს, უკრაინელმა ჯარებმა გაათავისუფლეს 192 კვ. კმ ტერიტორია. გასულ კვირას თავდაცვის ძალებმა ამ მიმართულებით 12 კვ.კმ-ზე მეტი ფართობის დეოკუპაცია მოახდინეს.

 

“უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას რამდენიმე რაიონში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით”, – აღნიშნა მან.

 

მალიარის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით, შეტევის დროს, უკრაინის ჯარებმა დაახლოებით 35 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა ამ მიმართულებით დაახლოებით 4 კვ.კმ ფართობის დეოკუპაცია მოახდინეს.

 

საკვანძო ბრძოლები გრძელდება კლიშჩიივკას, ანდრეევკას და კურდიუმივკას მიდამოებში.

 

გენერალური შტაბის მონაცემებით, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე.

 

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები