უკრაინის თავდაცვის სამინისტრო – თავდაცვის ძალებმა გასული კვირის განმავლობაში თითქმის 18 კვ.კმ. ტერიტორია გაათავისუფლეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელმა სამხედროებმა აღმოსავლეთით და სამხრეთით თითქმის 18 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეტევითი მოქმედებების შედეგად, სულ განთავისუფლდა თითქმის 18 კვადრატული კილომეტრი. ზოგადად, თავდასხმის დროს გათავისუფლებული ტერიტორია 210,5 კვადრატული კილომეტრია”, – წერს მალიარი.
უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს