უკრაინის უმაღლესმა რადამ სპიკერი დმიტრო რაზუმკოვი თანამდებობიდან გადააყენა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უმაღლესმა რადამ სპიკერი დმიტრო რაზუმკოვი თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას მხარი 284-მა დეპუტატმა, მათ შორის მმართველი პარტიის 215-მა დეპუტატმა დაუჭირა.
დმიტრო რაზუმკოვი ზელენსკის პარტია “ხალხის მსახურს” 2019 წლის მაისიდან ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას კი 2019 წლის აგვისტოდან იკავებდა.
უმაღლესი რადას თავმჯდომარის თანამდებობაზე ხუთი კანდიდატურაა წარდგენილი.
თაგები:
დმიტრო რაზუმკოვი