უკრაინის უსაფრთხოების სამსახური – სოლოვიოვის მოკვლა არ იგეგმება, ის შეიძლება, თავად დაიხრჩოს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთის უშიშროების სამსახურის განცხადებას პასუხობს.
“პირველი – უკრაინის უშიშროების სამსახური სისტემატიურად მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად და არ აპირებს სერიოზული კომენტარის გაკეთებას რუსული სპეცსამსახურების ახალ ფანტაზიებზე, რომლებიც რუსი აუდიტორიისთვისაა.
მეორე – ვ.სოლოვიოვი არის არა საზოგადო მოღვაწე, არამედ ჩვეულებრივი პროპაგანდისტი – გებელსის რუსული ანალოგი, რომელსაც უკრაინის გამარჯვების შემდეგ, საერთაშორისო სასამართლოებში საკუთარ დანაშაულზე პასუხისგება მოუწევს.
მესამე – უკრაინის უშიშროების სამსახურს ვ. სოლოვიოვის მოკვლის არანაირი გეგმა არ აქვს. ამავდროულად, ყალბი და ანტიუკრაინული სიძულვილის გათვალისწინებით, რომელსაც ეს ადამიანი ავრცელებს, ის შესაძლოა, თავად დაიხრჩოს საკუთარი დაბალი დონის პროპაგანდისტული საქმიანობის “პროდუქტებში”,- აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, დააკავეს ნეონაცისტების ჯგუფი, რომელსაც უკრაინული მხარისგან კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობა ჰქონდა დავალებული.
თაგები:
უკრაინა




