უკრაინის უშიშროების სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას არ ადასტურებს


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: უკრაინის უშიშროების სამსახურის სპიკერი ელენა გიტლიანსკაია ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვას არ ადასტურებს.
“ჩემთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი”, – განუცხადა გირლიანსკაიამ Front News-ს.
მისივე თქმით, უკრაინის უშიშროების სამსახური ჯერჯერობით ქვეყნის ტერიტორიაზე სააკაშვილის შესვლის აკრძალვას ვერ უარყოფს.
“არ შემიძლია ვუარყო, თუმცა ამ დროისთვის მსგავსი ინფორმაცია მე არ მაქვს”, – აღნიშნა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 26 ივლისს სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ქვეყანაში შესვლაც აუკრძალა.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა