უკრაინის უშიშროების სამსახურმა კადიროვზე ძებნა გამოაცხადა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვზე ძებნა გამოაცხადა.
უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, კადიროვი მიიჩნევა, როგორც “პირი, რომელიც წინასწარ გამოძიებას ემალება”.
ამასთან, ის ეჭვმიტანილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში, ასევე აგრესიულ ომში.
მანამდე კადიროვი ლიმანში რუსული ჯარების დამარცხების შემდეგ გამოვიდა მოწოდებით, რომ უკრაინის წინააღმდეგ “დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღი” იქნას გამოყენებული.
კადიროვის თქმით, მისი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიას ე.წ. “სპეციალური ოპერაციის“ დასრულების შემთხვევაშიც არ დატოვებენ.
თაგები:
რამზან კადიროვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს