
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უშიშროების სამსახურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის მოსმენის გამო საქმე აღძრა.
საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ინფორმაციის მოპოვების სპეციალური ტექნიკური საშუალებების უკანონო შეძენა, გაყიდვა ან გამოყენება).
უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ აღჭურვილობა არ იქნა ნაპოვნი უშუალოდ ზალუჟნის ოფისში, არამედ ერთ-ერთ შენობაში, რომელიც მას შესაძლოა, მომავალში სამუშაოდ გამოეყენებინა.
წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილი მოწყობილობა უმოქმედო იყო.
“ინფორმაციის შესანახი ან აუდიოჩანაწერების დისტანციური გადაცემის საშუალება არ იქნა ნაპოვნი. ეს ტექნიკური მოწყობილობა გადაეცემა ექსპერტიზას”, – აცხადებენ უშიშროების სამსახურში.
თაგები:
ვალერი ზალუჟნი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს