
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო საუბრის დროს განიხილეს, თუ როგორ დასვან რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან, - ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმირებულ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს.
"ტრამპს ნამდვილად არ სჯერა, რომ ახლა მხოლოდ სიტყვებით შეიძლება რამის მიღწევა. და როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთზე ზეწოლას ახდენს ყველა ამ მოქმედებით - შორი დისტანციის დარტყმებით, ფრონტზე აქტიური ოპერაციებით და ა.შ. - ამას რუსეთი იმ წერტილამდე მიჰყავს, სადაც დიპლომატია უფრო სავარაუდო ხდება“, - განაცხადა წყარომ.
მისი თქმით, ეს საკითხები განიხილეს ზელენსკის და ტრამპს შორის რამდენიმე საუბრისას, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მონაწილეობით გამართული საუბრის დროს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საუბარი გამართეს დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში, რომელიც საფრანგეთში 15-17 ივნისს გაიმართა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს