უკრაინული მედიის ცნობით, ილ-76-ს, რომელიც ბელგოროდის მახლობლად ჩამოვარდა, S-300-ისთვის რაკეტები გადაჰქონდა


ავტორი
Front News საქართველო
რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76, რომელიც ჩამოვარდა ბელგოროდის რეგიონში, S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტები გადაჰქონდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის ძალების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, ამ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავს სავარაუდოდ, რაკეტები გადაჰქონდა S-300 კომპლექსებისთვის – სწორედ ამ კომპლექსებიდან უტევენ რუსები ხშირად ხარკოვსა და რეგიონს.
ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ილ-76-ის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა ტელეგრამარხებმა გაავრცელეს, რის შემდეგაც ინტერნეტში თვითმფრინავის ჩამოვარდნის კადრები გამოჩნდა.
რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორტზე სავარაუდოდ, 63 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა დაიღუპა. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ბორტზე “65 ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე“, ასევე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა.
თაგები:
ბელგოროდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს