უკრაინულმა არმიამ ქალაქ პრიპიატზე კონტროლი დაიბრუნა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის არმიამ კიევის რეგიონში კონტროლი აღადგინა ქალაქ პრიპიატზე, ასევე მიაღწია ბელარუსის საზღვრის მონაკვეთთან.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალები ავრცელებს.
“დღეს, 3 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების ნაწილებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ პრიპიატზე და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე ბელარუსის რესპუბლიკასთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ კიევის რეგიონი რუსი დამპყრობლებისგან მთლიანად განთავისუფლდა.





