
ავტორი
Front News საქართველო
1 ივლისის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა უფაში ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას და პენზაში სამხედრო ქარხანას დაარტყა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მიერ ომის გახანგრძლივების წინააღმდეგ უკრაინის სანქციები უფას ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას შეეხო, რომელიც რუსეთში საპოხი მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ქარხანა ფრონტის ხაზიდან 1300 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.
მისივე განცხადებით, უკრაინულმა დრონებმა ასევე მიაღწიეს პენზის ოლქში მდებარე რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, რომელიც ამუშავებს და აწარმოებს რაკეტების კომპონენტებს, რომლებსაც ოკუპანტები იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების დროს. სამიზნე ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრში იყო.
"ყოველდღე ხორციელდება ჩვენი გეგმა. ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ყველაფერზე, რასაც რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ აკეთებს. მშვიდობაა საჭირო და სწორედ ეს უნდა გააცნობიეროს რუსეთის ხელმძღვანელობამ. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და რუსეთის ხელმძღვანელობას აქვს ყველა შესაძლებლობა ამის გასაკეთებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა ყირიმში Су-30 ტიპის გამანადგურებლების ანგარებს დაარტყეს.
"უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაციის ფარგლებში დაკისრებული ამოცანების შესრულებისას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა წარმატებით დაარტყა "საკის" სამხედრო აეროდრომს დროებით ოკუპირებულ ყირიმში. ოპერაციის სამიზნე აეროდრომის ინფრასტრუქტურა იყო, კერძოდ, გამანადგურებლების განთავსების ანგარები“, - აღნიშნულია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
მისივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, იერიშის მომენტში ორ ანგარში რუსული გამანადგურებლები, Су-30 და Су-30СМ იმყოფებოდნენ. თავდასხმის შემდეგ იმ ანგარში, სადაც Су-30СМ იმყოფებოდა, ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რაც სამიზნის წარმატებულ განადგურებაზე მიუთითებს.
"თითოეული ასეთი რუსული თვითმფრინავის ფასი მოდიფიკაციის მიხედვით 30-დან 50 მილიონ დოლარამდე", - აღნიშნავენ უსაფრთხოების სამსახურში.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს