“უკრჰიდროენერგო” – კახოვკის ჰესი აღარ აღდგება, წყალსაცავი 4 დღეში გაქრება


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვკის ჰესი არსებული სახით ვერ აღდგება, სამანქანო აღჭურვილობა მთლიანად განადგურებულია, – ამის შესახებ “უკრჰიდროენერგოს” განცხადებაშია აღნიშნული.
“ძრავის შიგნიდან აფეთქების შედეგად კახოვკის ჰესი მთლიანად განადგურდა. სადგურის აღდგენა შეუძლებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, კახოვკის წყალსაცავის დაცლა უახლოესი 4 დღის განმავლობაში მოხდება, 09:00 საათიდან წყლის დონე უკვე სწრაფად ეცემა.
“უკრჰიდროენერგო“ აგრძელებს სიტუაციის ანალიზს, ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ ნგრევის მასშტაბების, სიჩქარისა და წყლის მოცულობის გარკვევაზე. ინფორმაცია განახლდება“, – აცხადებენ “უკრჰიდროენერგოში“.
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შესახებ 6 ივნისს გამთენიისას გახდა ცნობილი. ქსელში გამოქვეყნებული კადრების თანახმად, კაშხალმა კრიტიკული დაზიანება მიიღო, რამაც კახოვკას წყალსაცავიდან წყლის უკონტროლო გაშვება გამოიწვია. უკვე დაიწყო დასახლებების დატბორვა, მათ შორის ხერსონში.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/ZKzDPYSg1pM” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” allowfullscreen></iframe>
თაგები:
კახოვკის ჰესი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს