“უკრჰიდროენერგო” – კახოვკის წყალსაცავმა წყლის მესამედზე მეტი დაკარგა, წინ რთული ეტაპია


ავტორი
Front News საქართველო
კახოვკის წყალსაცავმა დაგროვილი წყლის მესამედზე მეტი უკვე დაკარგა.
“უკრჰიდროენერგოს“ ინფორმაციით, 10 ივნისს, 06:00 საათის მდგომარეობით, ნიკოპოლის ტერიტორიაზე კახოვკის წყალსაცავის დონე 10,55 მ-ია, რაც წინა დღის მაჩვენებელს თითქმის 1,2 მ-ით ჩამორჩება.
“ჰიდროელექტროსადგურები მუშაობენ შემცირებული სიმძლავრით, რათა შეამცირონ რუსების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგები. ჰიდროელექტროსადგურები აგრძელებენ წყლის დაგროვებას დნეპრის ზედა რეზერვუარებში“, – აცხადებენ “უკრჰიდროენერგოში”.
ასევე აღნიშნულია, რომ წყლის კრიტიკულ დონემდე მიღწევისა და მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ მოსალოდნელია შემდეგი უფრო რთული ეტაპი – სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია.
“ამისთვის საჭიროა წყლის ამოტუმბვისთვის ტუმბოების დიდი რაოდენობა. ახლა “უკრჰიდროენერგო” კავშირშია ხერსონის რაიონის გამგეობასთან სწორედ ასეთი ტუმბოების შესყიდვასთან დაკავშირებით. ასევე საწვავით დახმარება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კახოვკის ჰესი ოკუპანტებმა 6 ივნისის ღამეს ააფეთქეს.
თაგები:
კახოვკის ჰესი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს